Monday, February 17, 2014

მე-9 დღე

 გავეცანით მერვე მოდულს.მოვახდინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაციები.. ვისწავლეთ გუგლი დრაივში ფაილის გადატანა, ფაილზე სახელის შაცვლა. ზოგადად,  მივიღე ბევრი საინტერესო ინფორმაცია.  ბევრი რამ  ვისწავლე. მადლობა ხათუნას! გისურვებთ წარმატებებს!

Sunday, February 16, 2014

მე-8 დღე

 გავეცანით მეშვედე  მუდულს. ვისწავლეთ     ბლოგის დიზაინის შეცვლა, გვერდების დამატება, ბლოგის მმართველ პანელში გადაყვანა. აგრეთვე  ვისწავლეთ ინტერნეტში ფაილის, პრეზენტაციების და ბროშურის ჩაშენება, დოკუმენტების გაზიარება.   ასევე ელექტრო პროდუქტის გაგზავნა სხვადასხვა ლინკზე. ყველაფერი გავაკეთეთ პრაქტიკულად. დღე ძალიან დატვირთული იყო.

Saturday, February 15, 2014

მე-7 დღე

გავეცანით მე-5 მოდულს.  გავეცანი შეფასების რუბრიკებს. მოვამზადეთ  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. დროის ჩარჩოში გაწერილი შეფასებების მიხედვით შევქმენით შეფასების ფორმები.  

მე-6 დღე

გავეცანი  მე-4 მოდულს. მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. განვსაზღვრეთ მოსწავლეების გადმოსახედიდან პრიორიტეტული საკითხები. შევავსეთ  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის გრაფა და გავწერეთ დროში სასწავლო პროცედურები.  

Sunday, February 9, 2014

მე-5 დღე

მოვისმინეთ მესამე მოდულის შესახებ ინფორმაცია. განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსის ფაილი.ვისწავლეთ თეგებისა და ბუგმაკების გაკეთება.  მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. 

Sunday, February 2, 2014

მეოთხე დღე

განვიხილეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდი.  განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების  რუბრიკებს. პრაქტიკულად ვიმუშავეთ რუბრიკებზე, შევავსეთ შაბლონი. ფაუერ პოინტში გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, February 1, 2014


მესამე დღე

მოვისმინე ინფორმაცია მეორე მოდულის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. გავევანი ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. შევქმენი სტანდარტები და შევიტანე ჩემს შაბლონში. ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითვებზე. ერთმანეთს კომენტარები გავუგზავნეთ.

Sunday, January 26, 2014

მეორე დღე

დღევანდელი   დღე   ძალიან დატვირთული იყო.   ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე. ამოვწურეთ  პირველი  მოდული.         პრაქტიკულად ვიმუშავეთ. გავაკეთეთ ბუკლეტები;  შევქმენი პუბლიკაცია თემაზე:'' ჩემი  ენა  ქართული". ვიმუშავეთ   GOOGLE DRIVE-  ში. ვისწავლე ჩემი საქაღალდე როგორ განვათავსოთ ინტერნეტში.

დღე პირველი

ტრენერმა  მინი  ლექციით გაგვაცნო  ინტელის სასწავლო  კურსის მიზნები და  სტრატეგიები..გაგვაცნო მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ–ის გამოყენებით.მოვისმინეთპროექტებით სწავლების  შესახებ  ინფორმაცია. განვიხილეთ მოდული პირველი, აქტივობა 1, 2.გავეცანით და ვიმსჯელეთ  21–ე საუკუნის  უნარ– ჩვევებზე.   განვიხილეთ  პროექტის შაბლონი    და პროექტები. . შევქმენით    პორტფოლიოს   ფოლდერები .  შევქმენით ბლოგი და დავწერეთ რეფლექცია.